საქართველოს რკინიგზამ განაახლა საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა ქუთაისისა და ოზურგეთის მიმართულებით.

რკინიგზის ცნობით, ბათუმიდან ქუთაისისკენ და პირიქით, დღეში ორი რეისი შესრულდება, დილასა და საღამოს. განრიგი ასე გამოიყურება:

  • ქუთაისი – ბათუმი

[checklist]

  • დილას ბათუმიდან მატარებელი გავა 08:30 საათზე. ქუთაისში ჩასვლის დროა 12:50 საათი.
  • საღამოს ბათუმიდან მატარებელი გავა 18:55 წუთზე. ქუთაისში ჩასვლის დროა 23:10 საათი.
  • დილას ქუთაისიდან მატარებელი გამოვა 06:05 საათზე. ბათუმში ჩამოსვლის დროა 10:13 საათი.
  • საღამოს ქუთაისიდან მატარებელი გამოვა 16:30 საათზე. ბათუმში ჩამოსვლის დროა 20:35 საათი.

[/checklist]

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით საგარეუბნო მატარებლით მგზავრობის ფასი 2 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კი მგზავრი შუალედურ სადგურში ავა მატარებელში [მაგალითად, სამტრედიაში ან ლანჩხუთში], მგზავრობის ფასი 1 ლარი იქნება.

რაც შეეხება ბათუმი-ოზურგეთს, ამ მიმართულებაზე მატარებელი დღეში ერთ რეისს შეასრულებს. განრიგი ასეთია:

  • ბათუმი-ოზურგეთი

[checklist]

  • ბათუმიდან მატარებელი გავა საღამოს 20:55 წუთზე, ოზურგეთში ჩასვლის დროა 23:00 საათი.
  • ოზურგეთიდან მატარებელი გამოვა დილის 06:10 საათზე, ბათუმში ჩამოსვლის დროა 08:16 საათი.

[/checklist]

ბათუმი-ოზურგეთის მიმართულებით საგარეუბნო მატარებლით მგზავრობის ფასი 80 თეთრი იქნება. ხოლო თუ კი მგზავრი მატარებელში ავა შუალედური სადგურიდან – 50 თეთრი.

ბათუმიდან საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას, 2020 წელს შეჩერდა და მხოლოდ ახლა განახლდა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version