სიახლეები

მარიუპოლში 6 ცხედარი იპოვეს სახლში, რომელსაც რუსებმა ვიდეოს გადასაღებად ესროლეს – მერის მრჩეველი

03.06.2022
მარიუპოლში 6 ცხედარი იპოვეს სახლში, რომელსაც რუსებმა ვიდეოს გადასაღებად ესროლეს – მერის მრჩეველი

მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა პროპაგანდისტული სიუჟეტის გადაღებისას საცხოვრებელ სახლებს ესროლეს. ნანგრევების გაწმენდისას კი იქ 6 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა.

ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ტელეგრამში წერს.

მისი თქმით, ვიდეოსიუჟეტს ტელეკომპანია Russia Today-სთვის იღებდნენ. გადაღების დროს ტანკმა პირდაპირ, დამიზნებით ესროლა მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებს პაშკოვსკის ქუჩაზე და პირველი მაისის გამზირზე.

მერის მრჩევლის ინფორმაციით, როდესაც რუსებმა ამ რაიონების ნანგრევებისგან გაწმენდა დაიწყეს, ერთ-ერთი სახლის ქვეშ, რომელსაც სიუჟეტისთვის ესროლეს, 6 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა – 5 კაცის და 1 ქალის. ცხედრები სოფელ ვინოგრადნოეში საძმო საფლავში დამარხეს.

მისივე ინფორმაციით, ერთი კვირის წინ მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, 70 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

ქალაქი მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, წინასწარი გათვლებით მარიუპოლში დაახლოებით 22 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

მარიუპოლი მარტის დასაწყისიდან რუსეთის ალყაში იყო. მაისის პირველ კვირაში, გაეროს დახმარებით, უკრაინამ „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოახერხა, 16 მაისს კი ქარხნიდან მარიუპოლის დამცველთა გაყვანა დაიწყო. დაახლოებით 1700 უკრაინელი სამხედრო ახლა სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. რა ბედი ეწევათ მარიუპოლის მცველებს, უცნობია. უკრაინის ხელისუფლება მათ რუს ტყვეებში გაცვლას გეგმავს.

_________________________

მთავარ ფოტოზე: კადრი ვიდეოდან. პიოტრ ანდრიუშენკოს ტელეგრამ არხი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: