მთავარი,სიახლეები

ბოსტნეულის ფასი 51 პროცენტით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით

03.06.2022
ბოსტნეულის ფასი 51 პროცენტით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის წლიური ინფლაციის მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში ფასები გაიზარდა:

  • ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 51.1 პროცენტი;
  • პურსა და პურპროდუქტებზე – 34.5 პროცენტი;
  • მინერალური და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე – 23.5 პროცენტი;
  • ხილსა და ყურძენზე – 23.3 პროცენტი;
  • თევზეულზე – 19.4 პროცენტი;
  • ზეთსა და ცხიმზე – 17.7;
  • რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 16.0 პროცენტი;
  • შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე – 15.4 პროცენტი;
  • ხორცსა და ხორცის პროდუქტები – 9.6 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: