მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე | მე-100 დღე ომის დაწყებიდან

03.06.2022 • 1087
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე | მე-100 დღე ომის დაწყებიდან

დღეს, 2022 წლის 3 ივნისს მე-100 დღეა მას შემდეგ რაც რუსთი უკრაინაში შეიჭრა. მხარეები ყოველდღიურად ანახლებენ იმფორმაციას მოწინააღმდეგის სამხედრო დანაკარგებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ივნისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 367 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 366 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 675 ერთეული [+14]
  • MLRS – 207 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 210 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 175 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 535 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 121 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 329 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 51 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 186 თვითმფრინავი
  • 129 ვერტმფრენი
  • 1 087 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 328 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 386 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 462 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 760 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 376 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 100 დღის წინ, 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გვესმოდა, რომ შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდე – პილოტი, რომელიც აზოვსტალს ამარაგებდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: