უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივნისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
- ტანკი – 1 361 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 3 343 ერთეული [+41]
- საარტილერიო სისტემა – 659 ერთეული [+10]
- MLRS – 207 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 94 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 208 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 175 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 519 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 2 290 ერთეული [+15]
- სპეცტექნიკა – 49 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 185 თვითმფრინავი
- 129 ვერტმფრენი
- 1 077 უპილოტო საფრენი აპარატი
- 326 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 3 363 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 457 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 1 744 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
- 3 329 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთი, ადგილი სადაც ღმერთი არ არის – ორჯერ გადარჩენილი უკრაინელი მფრინავების ამბავი






