მთავარი,სიახლეები

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

10.05.2022 • 1779
სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 000 ადამიანი
  • ტანკი – 1 170 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 808 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 519 ერთეული
  • MLRS – 185 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული
  • თვითმფრინავი – 199 ერთეული
  • ვერტმფრენი – 158 ერთეული
  • გემი/ნავი – 12 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 380
  • მანქანები და საწვავის ავზები – 1 980
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 94
  • სპეცტექნიკა – 41

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 163 თვითმფრინავი
  • 124 ვერტმფრენი
  • 793 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 300 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 979 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 351 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 440 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 789 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები სიცოცხლეზე მაღლა დგას – „კალინა“ მარიუპოლის დაცვაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: