უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 22 800 ადამიანი
- ტანკი – 970 ერთეული
- ჯავშანტექნიკა / APV – 2 389 ერთეული
- საარტილერიო სისტემა – 431 ერთეული
- MLRS – 151 ერთეული
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 72 ერთეული
- თვითმფრინავი – 187 ერთეული
- ვერტმფრენი – 155 ერთეული
- საავტომობილო მანქანა – 1 688 ერთეული
- გემი/ნავი – 8 ერთეული
- საწვავის ავზი – 76 ერთეული
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 215
- სპეციალური აღჭურვილობა – 31
- მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 28 აპრილს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
- 142 თვითმფრინავი
- 111 ვერტმფრენი
- 614 უპილოტო საფრენი აპარატი
- 2 623 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 276 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 299 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 1 146 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
- 2 431 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დღეისთვის, შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში რუსეთის საზღვაო ძალების 20-მდე სამხედრო გემი იმყოფება, მათ შორის წყალქვეშა ხომალდები.
აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) კი, იზიუმთან და ჩრდილოეთ დონბასში რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ იუწყება:
ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში რუსეთის შეყვანას – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა:
[yellow_box][/yellow_box]
ამავე თემაზე:
ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია