რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე მე-20 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები. მაგალითად 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბა, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და დაშავდა 17 პირი, მათ შორის – ფეხმძიმე ქალები.
14 მარტს მოხერხდა უკრაინიდან 21 სიმსივნით დაავადებული ბავშვის გადაყვანა ბრიტანეთისა და პოლონეთის საავადმყოფოებში.
უკრაინაში 600 სამედიცინო დაწესებულებაა. ომის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზედამხედველობის სისტემის (SSA) მეშვეობით დაფიქსირდა 31 თავდასხმა ჯანდაცვის დაწესებულებებზე; 24 შემთხვევაში დაზიანდა ან განადგურდა სამედიცინო ობიექტები, ხოლო ხუთ შემთხვევაში დაზიანდა ან განადგურდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. ამ თავდასხმებს მოჰყვა სულ მცირე 12 ადამიანის სიკვდილი და დაშავდა 34.
მედდა და პაციენტი ჟიტომირის მე-2 საავადმყოფოს მიწისქვეშა თავშესაფარში. თავშესაფარი მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაადგილება არ შეუძლიათ და რომელთა ჰოსპიტალიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2 მარტს დაბომბეს. უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი.ოლენა მაკუხი ზის მეუღლის, ვილატი მაკუხისის გვერდით, რომელიც 16 თებერვლიდან მკურნალობს კოვიდ-19-ზე და ახლა იმყოფება ჟიტომირის საავადმყოფოს მიწისქვეშა თავშესაფარში. ფოტო: EPA-EFE/MIGUEL A. LOPESჟიტომირის საავადმყოფოს მიწისქვეშა თავშესაფარი. უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MIGUEL A. LOPESჟიტომირის №2 საავადმყოფოს მიწისქვეშა თავშესაფარი, საერთო ხედი. უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MIGUEL A. LOPESლილია და სერჰი უყურებენ შვილს, ახალშობილ ივანს სამშობიარო საავადმყოფოს სარდაფში, რომელიც საჰაერო თავდასხმის დროს თავშესაფრად გამოიყენება. კიევი, უკრაინა, 2022 წლის 2 მარტი. ფოტო: EPA-EFEდედას ხელში უჭირავს ახალშობილი სამშობიარო საავადმყოფოს სარდაფში, რომელიც ახლა საჰაერო თავდასხმის დროს თავშესაფრად გამოიყენება. კიევი, უკრაინა, 2022 წლის 2 მარტი. ფოტო: EPA-EFEსამშობიარო საავადმყოფოს სარდაფი, კიევი, უკრაინა, 2022 წლის 2 მარტი. ფოტო: EPA-EFEდედები და ბავშვები თავს აფარებენ ოჰმადიტის ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფს კიევში. უკრაინა, 2022 წლის 1 მარტი. ფოტო: EPA-EFE/ROMANუკრაინელი სამხედრო მედიკოსები ახარისხებენ მედიკამენტებს სამედიცინო მომარაგების ბაზაზე, ბროვარში, კიევის რეგიონი, უკრაინა, 2022 წლის 12 მარტი. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEYმედმუშაკებს პაციენტები გადაჰყავთ. ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKOამერიკული ორგანიზაციის – Samaritan’s Purse-ის ექიმების მიერ ახლად გაშლილი ჰოსპიტალი უკრაინის სოფელ სოკოლნიკში, ლვოვის მახლობლად. ჰოსპიტალი მდებარეობს King Cross Leopolis-ის სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომზე. უკრაინა, 2022 წლის 14 მარტი ფოტო: EPA-EFE/MYKOLAუკრაინის სოფელ სოკოლნიკში, ლვოვის მახლობლად, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაშლილ ჰოსპიტალში მკურნალობენ პაციენტს. უკრაინა, 2022 წლის 14 მარტი ფოტო: EPA-EFE/MYKOLAუკრაინის სოფელ სოკოლნიკში, ლვოვის მახლობლად, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაშლილი ჰოსპიტალი. უკრაინა, 2022 წლის 14 მარტი ფოტო: EPA-EFE/MYKOLA
Published by ია ფრანგიშვილი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან
View more posts