სიახლეები

როგორ გავხადოთ ბავშვისთვის ინტერნეტზე წვდომა უსაფრთხო?!

08.02.2022
როგორ გავხადოთ  ბავშვისთვის ინტერნეტზე წვდომა უსაფრთხო?!

დღეს მსოფლიოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ აღინიშნება.  ვირტუალური სამყარო უნიკალური ასპარეზია პატარა მომხმარებლისთვის. მას შეუძლია ბევრი რამ  ისწავლოს,ახალი აითვისოს, გაერთოს, შეიმეცნოს, დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ამავე დროს ვერ შეძლოს თავად ამოიცნოს და აღმოაჩინოს ინტერნეტთან დაკავშირებული საფრთხეები. 

პროგნოზირებადი და უსაფრთხო რომ გახდეს ბავშვის წვდომა გლობალურ ქსელთან, სილქნეტი ჭკვიან სერვისს, „ინტერნეტ მშობელს“, თავაზობს მომხმარებლებს.

აპლიკაციის დახმარებით თქვენ

  • იცავთ შვილებს ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან;
  • გეცოდინებათ რას ეძებენ თქვენი შვილები ინტერნეტში;
  • შეძლებთ დაბლოკოთ მათთვის არასასურველი საიტები;
  • აარიდოთ  კიბერბულინგს და ყალბ ინფორმაციას;
  • უწესებთ ინტერნეტში ყოფნის დროს;
  • მარტივად იგებთ მათ ადგილმდებარეობას და მობილური მოწყობილობის ელემენტის სტატუსს;
  • იღებთ შეტყობინებას ბულინგის ან სხვა საფრთხის შემცველი ტექსტის მიღების შემთხვევაში;

ეს ყველაფერი ბავშვთან შეთანხმებით ხდება. მან უნდა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში  „ინტერნეტ მშობელი“ დაიცავს.

სერვისის სამართავად აუცილებელი პირობაა პორტალზე mysilknet.com რეგისტრაცია, სადაც განთავსებულია დეტალური ინსტრუქცია ქართულ ენაზე და აპლიკაციები. შეგეძლებათ SilkTV-ის მენიუში  საინფორმაციო შემეცნებით ვიდეოს გაეცნოთ.  https://www.youtube.com/watch?v=_tMPpFrBgXU&t=6s

როგორ გავიაქტიუროთ  სერვისი:

„ინტერნეტ მშობლის“ პაკეტებს სილქნეტის ოპტიკური ქსელის მომხმარებელი მოწყობილობის რაოდენობის მიხედვით ირჩევს.  სერვისის ყოველთვიური ღირებულებაა :

  • პაკეტი „basic“ – თვეში 3 ლარი – მაქსიმუმ 5 მოწყობილობაზე
  • პაკეტი „premium“ – თვეში 5 ლარი -მაქსიმუმ 10 მოწყობილობაზე.

მშობელს  შეუძლია ნებისმიერ დროს  სერვისის დეაქტივაცია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: