აჭარის მთებში დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. თოვლის საფარმა ზოგიერთ ადგილზე 2 მეტრს მიაღწია.

დიდთოვლობის გამო მთის სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია.

რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის გზას, ბათუმიდან დაბა ხულომდე [უფრო სწორად სოფელ დიდჭარის მიმდებარედ – პაქსაძეების ხიდამდე] მონაკვეთზე, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ავტომანქანას;

ხოლო, ამამავე გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე [პაქსაძეების ხიდი-კურორტი გოდერძის] მონაკვეთზე, რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სწორედ ამ მონაკვეთში მდებარეობს სოფელი დანისპარაული.

ეს ფოტოები ხულოს სოფელ დანისპარაულშია გადაღებული

თოვლი/ხულო/16.01.2022/ჯაბა ანანიძის ფოტოები
თოვლი/ხულო/16.01.2022
თოვლი/ხულო/16.01.2022
თოვლი/ხულო/16.01.2022
თოვლი/ხულო/16.01.2022
თოვლი/ხულო/16.01.2022
თოვლი/ხულო/16.01.2022/ჯაბა ანანიძის ფოტოები
დანისპარაული/16.01.2022
დანისპარაული/16.01.2022/ჯაბა ანანიძის ფოტოები

სინოპტიკოსების უახლოესი დღეების პროგნოზით, დროგამოშვებით თოვა აჭარის მაღალმთიანეთში 18 იანვრამდე გაგრძელდება.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version