Batumelebi | ბათუმში +24 გრადუსია – რამდენ ხანს გაგრძელდება თბილი ამინდი ბათუმში +24 გრადუსია – რამდენ ხანს გაგრძელდება თბილი ამინდი – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ბათუმში +24 გრადუსია – რამდენ ხანს გაგრძელდება თბილი ამინდი

დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმში უჩვეულო სითბოა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე მიაღწევს.

 როგორც ობსერვატორიაში გვითხრეს, თბილი დეკემბერი ბათუმისთვის უცხო არ არის, თუმცა ასეთი სითბო დეკემბერში ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველადაა. 

„აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი ცივი იყო, დაბალანსდა და დეკემბერი გვაქვს სანაცვლოდ თბილი. იანვარი შედარებით ცივი იქნება,” – გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა, რუსუდან დიასამიძემ.

მეტეოროლოგების განმარტებით, ახლა ბათუმში აღმოსავლეთის მიმართულების თბილი ქარი ქრის.

ხვალ, 9 დეკემბერს, ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიწევს, თუმცა 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს.

10-14 დეკემბრამდე ბათუმში ისევ აღმოსავლეთის ქარი იქროლებს და კვლავ დათბება.

_______________

ფოტო გადაღებულია ბათუმში დღეს, 8 დეკემბერს. ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com