მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 1778 ახალი შემთხვევა, 63 პაციენტი გარდაიცვალა

06.12.2021
დადასტურდა კოვიდის 1778 ახალი შემთხვევა, 63 პაციენტი გარდაიცვალა

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის  1778 ახალი შემთხვევა. ჩატარდა  25 855 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 63 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარაში – 89, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 83, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 44 808 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, აქიდან 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: