სიახლეები

ბათუმში გაავდრდება, მთაში მოთოვს | ამინდის პროგნოზი

23.11.2021 • 1224
ბათუმში გაავდრდება, მთაში მოთოვს | ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ნოემბრის 21 საათიდან 24 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან იწვიმებს.

აჭარის მაღალ მთაში ზოგან თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0- 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 25 ნოემბერს ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, მომდევნო 2 დღეს კი, 26-27 ნოემბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: