მთავარი,სიახლეები

აჭარაში კოვიდის 210 ახალი შემთხვევაა

10.11.2021 • 1117
აჭარაში კოვიდის 210 ახალი შემთხვევაა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში რეგიონში 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 584 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 271 ინფიცირებული.

9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 78 პაციენტი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: