მთავარი,სიახლეები

უცნობი ერთი „რულის“ მოხსნას ითხოვს ველოსიპედზე, როგორც ენმ-ს მმართველობის სიმბოლოზე

07.11.2021
უცნობი ერთი „რულის“ მოხსნას ითხოვს ველოსიპედზე, როგორც ენმ-ს მმართველობის სიმბოლოზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ხელისუფლებას სთხოვა, ველოსიპედს, რომელიც „ძალიან დიდი ხანი დგას რესპუბლიკის მოედანზე“, ერთი „რული“ მაინც მოხსნას, რადგან ის ზუსტად მათ [ნაციონალური მოძრაობის] მმართველობას ასახავს.

„ეს ველოსიპედი, რომელიც ძალიან დიდი ხანია დგას რესპუბლიკის მოედანზე და ასახავს ზუსტად მათ მმართველობას, მათ რეჟიმს, რომელსაც ორი „რული“ აქვს და რომელიც არსად არ მიდის. აი, ეს არი…

ხომ იცით, სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად გამოხატავს ეს ველოსიპედი მათ მმართველობას და მათი მმართველობის სიმბოლოა. მე გთხოვთ ისევე, როგორც გთხოვეთ წინა შემთხვევაში ღირსების დღის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ასევე ამ შემთხვევაში, რომ თუ ველოსიპედს არ გავიტანთ აქედან, ერთი „რული“ მაინც მოხსენით თქვენ მამაცხონებულებო, რომ წინ მაინც წავიდეთ. წინ.

ერთი „რული“ მოვხსნათ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმბოლოებს“, – განაცხადა აქციაზე არტისტმა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ,  2007  7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით აქცია –  „არ აგარევინებთ“ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).

2007 წლის 7 ნოემბერი

სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული.

სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რიც შედეგად ტელევიზია დროებით დაიხურა, მოგვიანებით კი ის მფლობელს წაართვეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.