Batumelebi | რუსეთის 7 მოქალაქე ანტალიაში ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააპატიმრეს რუსეთის 7 მოქალაქე ანტალიაში ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააპატიმრეს – Batumelebi
RU | GE  

რუსეთის 7 მოქალაქე ანტალიაში ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააპატიმრეს

თურქული მედიის ცნობით, ორშაბათს, 25 ოქტომბერს, თურქეთში რუსეთის 7 მოქალაქე დააპატიმრეს ანტალიაში ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

მედიის ცნობით, რუსმა ტურისტებმა ტყეში კოცონი დაანთეს, რამაც ტყის ხანძარი გამოიწვია.

ანტალიის რეგიონში ტყეში ცეცხლი 23 ოქტომბერს გაჩნდა, თუმცა ხანძარი მოკლე ხანში ჩააქრეს.

2021 წლის ზაფხულში ანტალიაში 8 ადამიანი დაიღუპა ტყის ხანძრის შედეგად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.