მთავარი,სიახლეები

4 სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია, გაწყდა მაღალი ძაბვის ხაზი – რკინიგზა

23.10.2021
4 სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია, გაწყდა მაღალი ძაბვის ხაზი – რკინიგზა

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაწყვეტის გამო საქართველოს რკინიგზაზე ოთხი სამგზავრო მატარებელი 2 საათზე მეტია ვერ მოძრაობას.

„გაწყდა სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110 კილოვატიანი ხაზი, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.

ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და
ზუგდიდი-თბილისი“ – აცხადებს რკინიგზა.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ხაზის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მატარებლების მოძრაობა  თანმიმდევრულად განახლდება, თუმცა ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

„პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008