Batumelebi | 28 ოქტომბრიდან მოსკოვში ლოქდაუნს აცხადებენ 28 ოქტომბრიდან მოსკოვში ლოქდაუნს აცხადებენ – Batumelebi
RU | GE  

28 ოქტომბრიდან მოსკოვში ლოქდაუნს აცხადებენ

28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით მოსკოვში შესაძლოა ლოქდაუნი გამოცხადდეს, ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, მოსკოვის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

დღეს, ხუთშაბათს, მოსკოვში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 7897 ახალი შემთხვევა. წინა დღით კი ეს ციფრი 5847 იყო.

BBC-ის ინფორმაციით, ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ მოსკოვში მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები იმუშავებს. დაიკეტება სხვა ყველა მაღაზია, რესტორნები, მუზეუმები, პარკები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის პერიოდი არასამუშაო კვირად გამოაცხადა და განმარტა, რომ ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რეგიონული ხელისუფლების გადაწყვეტილებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი