პოლიციამ ბათუმში 11 აგვისტოს ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.
„სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა,“ – წერს შსს.
10 აგვისტოს აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.
9 აგვისტოდან ისეთი ხალხმრავალი შეკრებები, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი, ასევე, მსგავსი ტიპის სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები, აიკრძალა.
სარიტუალო დარბაზი, რომელიც მსგავს ღონისძიებას ჩაატარებს, 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტს დალუქავენ.
ამავე თემაზე:
ბათუმში ქორწილებს აკრძალვის მიუხედავად მაინც მართავენ | ფოტო






