მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 1194 ახალი შემთხვევა, 22 პაციენტი გარდაიცვალა

29.06.2021 • 1660
დადასტურდა კოვიდის 1194 ახალი შემთხვევა, 22 პაციენტი გარდაიცვალა

29 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 22  ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 297 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარაში – 41, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 44, კახეთში – 71, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე საქართველოში 2639 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 158 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: