მთავარი,სიახლეები

„ნუ აჯერებთ მრევლს, რომ მონაზვნობა ხმის ჩაკმენდას ნიშნავს“ – მონაზონი სიდონია

14.06.2021
„ნუ აჯერებთ მრევლს, რომ მონაზვნობა ხმის ჩაკმენდას ნიშნავს“ – მონაზონი სიდონია

მონაზონი სიდონია, რომელიც დიდი ხანია საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა, წერილს ავრცელებს.

„გაორებული ვწერ, ამდენი ბრძოლის მერეც კი, მაინც კომპლექსი მაქვს, რომ ქალი ჩუმად უნდა იყოს, მაშინ როცა „არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“ (გალ. 3,28). ნუ აჯერებთ მრევლს, რომ მონაზვნობა „ხმის ჩაკმენდას“ ნიშნავს!

ეს ცხოვრების წესია, რომელიც ჩემი  არჩევანი და ნებაყოფლობითი აქტია, და არა გარიგება პიროვნული თავისუფლების დათრგუნვის ხარჯზე სტატუსის მიღებისა! მონაზვნობა არ არის განაჩენი! და ეს სად, იმ ეკლესიაში, სადაც ქალმა, წმინდა ნინომ იქადაგა, აჩრდილივით მომყვება ეს კომპლექსი, მიუხედავად რომ, გავიაზრე – ეს ასე არ არის“ – წერს მონაზონი სიდონია.

ის წერილში ეხმიანება ნინოწმინდის პანსიონის თემასაც.

„რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, სანამ პრობლემატიკაში გავერკვეოდი, თვალში მომხვდა ორი რამ: ბავშვების მიმართ ცივი დამოკიდებულება და მეორე, მოუვლელი ეზო… რომელიც, ძალიან ბევრს მეტყველებს გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე..  მე ვინც მიყვარს, ასეთ ეზოში არ ვაცხოვრებ“.

წაიკითხეთ ვრცლად: 

https://netgazeti.ge/news/548134/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.