მთავარი,სიახლეები

რომელ ქუჩებზე გაითიშება 14 ივნისს შუქი ბათუმში

13.06.2021
რომელ ქუჩებზე გაითიშება 14 ივნისს შუქი ბათუმში

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 14 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება დილის თორმეტის ნახევრიდან დღის 4 საათამდე: კობალაძის, ინასარიძის, ლ.ასათიანის, ბარათაშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ზ.გორგილაძისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ანგისის დასახლების ნაწილში.

შუქი გაითიშება ხელვაჩაურის სოფლებშიც: ფერია, ახალშენი, მნათობი, განახლება, ასევე ურეხსა და მახვილაურის დასახლების ნაწილში დღის 3 საათიდან 6 საათამდე.

ქობულეთში დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაითიშება შუქი დაბა ჩაქვის ნაწილსა და სოფელ სახალვაშოში.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.