Batumelebi | არასრულწლოვანს, რომელმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურა, პატიმრობა შეუფარდეს არასრულწლოვანს, რომელმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურა, პატიმრობა შეუფარდეს – Batumelebi
RU | GE  

არასრულწლოვანს, რომელმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურა, პატიმრობა შეუფარდეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის საჩივარი და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„2021 წლის 19 და 20 მაისს არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა.

ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარი დააკმაყოფილა და ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com