მთავარი,რეკლამა,სიახლეები

 ტრენინგების სერია „უსაფრთხოების სტადარტები და რეგულაციები ტურიზმის სფეროში“ დასრულდა

10.06.2021
 ტრენინგების სერია „უსაფრთხოების სტადარტები და რეგულაციები ტურიზმის სფეროში“ დასრულდა

ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ორგანიზებით საერთაშორისო პროექტის „Let’s Cycle on Black Sea (BSB998)“ ფარგლებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგების სერია “უსაფრთხოების სტადარტები ტურიზმის სფეროში”

ტრენინგის აუდიტორიას წარმოადგენენ – არსებული ტურისტული მომსახურების მომწოდებლები, სასტუმროები, ჰოსტელები, აპარტ-ოტელები, გესთჰაუსები, რესტორნები,  და ა.შ. (საშუალოდ 45-50 მონაწილე)  ტრენინგზე დასწრება მონაწილეებისთვის იყო უფასო და  ტრენინგების დასრულებისას გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ტრენინგების მიზანი იყო ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების საკითხებზე პრაქტიკული ტიპის ტრენინგის ორგანიზება, რაც დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს  არსებული რეგულაციების, ტურიზმის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს:

[checklist]

  • შრომის უსაფრთხოების რეგულაციები
  • Covid19 რეგულაციები
  • სახანძრო უსაფრთხოების საკითხები
  • დაცვისა და უსაფრთხოების ოპერირების პროცედურები
  • ტურიზმის სფეროში უსაფრთხოების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები

[/checklist]

ტრენინგის პროცესში მოწვეული იყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ექსპერტები, და ასევე StaySafeHospitality Georgia-ს დამფუძნებელი და უსაფრთხოების ექსპერტი.

ეს იყო ერთგვარი საპილოტე პროექტი და შემდგომ ეტაპზე საერთაშორისო პარტნიორებთან (StaySafeHospitality, ShadowSec) და მათ ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილია აქტიური მუშაობა ტურიზმის სფეროში უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით (ტრენინგები, ვორქშოფები, კონსალტინგი, პროგრამული უზრუნველყოფები და ა.შ.).

თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხებს მნიშნველოვანი ყურადღება ეთმობა. ეს განსაკუთრებით მნიშნველოვანია ტურიზმის სექტორისთვის, რომელიც სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრიაა და სერვისის ხარისხს, სანდოობას დღესდღეობით მნიშნველოვნად განაპიროებებს ის თუ რამდენად კარგადაა მოგვარებული ქვეყანაშიც და კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებშიც უსაფრთხოების სტანდარტები.

საკონტაქტო ინფორმაცია –  ტელ:  599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com

Web: www.ibdipc.org;  www.facebook.com/ibdipc


ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2014-2020“ (www.blacksea-cbc.net). ჩანართის ტექსტში გამოთქმული  მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

Common borders. Common solutions

www.blacksea-cbc.net

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.