Batumelebi | მასწავლებლების საგნობრივი გამოცდები 14 ივლისს დაიწყება მასწავლებლების საგნობრივი გამოცდები 14 ივლისს დაიწყება – Batumelebi
RU | GE  

მასწავლებლების საგნობრივი გამოცდები 14 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნობრივი გამოცდები 14 ივლისს დაიწყება.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

ცენტრის ინფორმაციით, ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

ცენტრის ინფორმაციით, დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ.

__________________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com