მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 687 ახალი შემთხვევაა, 8 პაციენტი გარდაიცვალა

07.04.2021
საქართველოში კოვიდის 687 ახალი შემთხვევაა, 8 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 27 713 კვლევა ტესტით.

6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.42 %.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარაში – 61, იმერეთში – 68, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 41, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 84, კახეთში – 18, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი.

3 957  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 788 პირი, აჭარაში – 1 552, იმერეთში – 918.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: