მთავარი,რეკლამა,სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა თავის პირველკურსელებს

31.03.2021 • 3393
საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა თავის პირველკურსელებს

SEU-ს რექტორის გია კავთელიშვილის ინიციატივით, 2020 წელს, SEU-ში ჩარიცხულ პირველკურსელებს, რომლებმაც SEU პირველ ნომრად აირჩიეს, უნივერსიტეტმა უპრეცედენტო საჩუქრები შესთავაზა.

სტუდენტს თავად შეეძლო აერჩია:

[checklist]

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელებს-  Notebook Lenovo ThinkBook 15 (15,6”)
    ან 1500ლ სასწავლო ვაუჩერი.
  • უგრანტოებს – Notebook Lenovo V15 (15,6”) ან 1000ლ სასწავლო ვაუჩერი.

[/checklist]

სტუდენტთა ნაწილმა ვაუჩერი აირჩია, ხოლო დიდი ნაწილის არჩევანის შესაბამისად, SEU-მ 1400-ზე მეტი ლეპტოპი შეიძინა.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კარდაკარ, სოფელ-სოფელ, რეგიონ-რეგიონ, მთელი საქართველოს მასშტაბით მოიარეს SEU-ს პირველკურსელები და მათ თავიანთი საჩუქარი ჩაუტანეს გაზაფხულის სემესტრი SEU-ს ყველა პირველკურსელმა საკუთარი ლეპტოპით დაიწყო – თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით SEU-მ ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე სტუდენტს სწავლის თანაბარი პირობები შეუქმნა.

SEU ყოველთვის გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და სტუდენტებზე ზრუნვით. გარდა საჩუქრებისა, სტუდენტები ყოველთვის მაქსიმალურ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას იღებენ უნვიერსიტეტისგან, რათა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ კომფორტული და ხარისხიანი სასწავლო გარემო.

გადაბეჭდვის წესი