ხვალ, 24 მარტს, ბათუმის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.
„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით, 12:00-დან 16:00 საათამდე, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება:
- მელიქიშვილის
- გ.ბრწყინვალეს
- პუშკინის
- 26 მაისის
- ბესიკის
- თაბუკაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ასევე თამარის, მწვანე კონცხის, დაბა მახინჯაურისა და ფერიის დასახლებების ნაწილს.
ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე მონაცვლეობით შეუწყდება ხელვაჩაურში შემდეგ სოფლებს:
- ერგეს
- ჯოჭოს
- განთიადს
- კაპრეშუმსა და მიმდებარე სოფლებს.
ასევე მეჯინისწყლის, კახაბრისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.
ქედაში 11:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგია მონაცვლეობით შეუწყდება სოფლებს:
- ოქტომბერს
- მეძიბნას
- ორცვას
- ზენდიდს
- კუჭულასა და მიმდებარე სოფლებს.
ასევე, დაბა ქედის ნაწილს.


