მთავარი,სიახლეები

9 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა | კოვიდის სტატისტიკა საქართველოში

19.03.2021 • 977
9 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა | კოვიდის სტატისტიკა საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით.

18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.37%.

ბოლო 24 საათში  ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით საქართველოში  3 683 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე 3 461 შემთხვევაა, 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 81 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: