მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 159 ახალი შემთხვევაა – 15 მარტის მონაცემები

15.03.2021
საქართველოში კოვიდის 159 ახალი შემთხვევაა – 15 მარტის მონაცემები

15 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 730 კვლევა ტესტით.

14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.41%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 650 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907, მათგან 1358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი.

ამ ეტაპზე საქართველოში 1 418 პირი ვირუსს მკურნალობს  სახლში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 544, აჭარაში – 477, იმერეთში – 647.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: