მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 268 ახალი შემთხვევა, 5 პაციენტი გარდაიცვალა | 14 მარტი

14.03.2021
დადასტურდა კოვიდის 268 ახალი შემთხვევა, 5 პაციენტი გარდაიცვალა | 14 მარტი

14 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

13 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.02 პროცენტია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.46%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 141 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 3 078 აქტიური შემთხვევაა. 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი.

1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეის მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 548 პირი, აჭარაში – 492, იმერეთში – 647.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: