აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.

13 მარტის დილის მონაცემებით, ბათუმში კლინიკა დატოვა 2-მა პაციენტმა, კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) ასევე 2 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 92 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -29, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 78.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულია სულ 35 819 პაციენტი.

13 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი.

13 მარტს, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა.

შესაძლოა საქართველოში კომერციული ვაქცინაც შემოვიდეს.

კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ჩამოიტანეს

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version