საქართველოს რკინიგზა, მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, 13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი ასეთია:

თბილისი – გასვლა: 07:25, ჩასვლა ბათუმში: 13:00

ბათუმი – გასვლა: 13:40, ჩასვლა თბილისში: 19:12

სხვა რეისები ამავე მიმართულებაზე არსებული განრიგით შესრულდება.

„გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება,“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version