ის ფიზიკური პირი/მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც შეზღუდვების პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს, 2021 წლის 5 თებერვლიდან ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებითა და სხვადასხვა პროგრამით.

შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 5 თებერვალს შეიტანა.

ახალი ცვლილებით, აღნიშნული წესების მე-6 მუხლის პირველი – 7​1 პუნქტების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან,  დარღვევის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემიდან, აღნიშნული ფიზიკური პირის/მეწარმე სუბიექტის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ „აწარმოე საქართველოში“ ან/და სოფლის განვითარების სააგენტოს.

ადმინისტრაციულმა ორგანოებმა აწარმოე საქართველოში და სააგენტოს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვლიდან გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტების თაობაზე.

[toggle title=”კარანტინის წესების  მე-6 მუხლის პირველი – 7​1 პუნქტები სრულად ნახეთ აქ“]

მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება

1. დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირებისა;

ბ) გასართობი დაწესებულებების საქმიანობისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებისა ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისა;

დ) სპორტული/სავარჯიშო დარბაზების, საუნებისა და სხვა სპა პროცედურების, ასევე საცურაო აუზების საქმიანობებისა.

2​1. დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

3​1.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში, ხოლო შაბათ-კვირას ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის, როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;

ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

დ) პრესის ჯიხურებს.

3​1 . ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში, ხოლო შაბათ-კვირას ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის, როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;

ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

დ) პრესის ჯიხურებს.  (ამოქმედდეს 2021 წლის 8 თებერვლიდან)]

3​2. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში ამ დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას საქმიანობის განხორციელების თაობაზე, თუ საქმიანობის განსახორციელებლად  „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დამტკიცებული დანართ 1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად მოთხოვნილია ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების სავალდებულოდ ტესტირება, ამავე განკარგულებით დადგენილი წესით.‘

4​​1. გარდა ამ მუხლის 4​2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,  კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ხოლო სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).

4​1 . გარდა ამ მუხლის 4​​2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,  შაბათ-კვირას კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ხოლო სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება შაბათ-კვირას ასევე დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).  (ამოქმედდეს 2021 წლის 15 თებერვლიდან)]

4​2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება გარე სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა.

4​2 . ქვეყნის ტერიტორიაზე დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება გარე სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა და შაბათ-კვირისა.  (ამოქმედდეს 2021 წლის 15 თებერვლიდან)]

5​​​1. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში,   ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში მდებარე ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობაზე.

5​1 . ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა შაბათ-კვირას დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად. კვირის დანარჩენ დღეებში  ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა ხორციელდება არსებული ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით. ამ მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობაზე.  (ამოქმედდეს 2021 წლის 8 თებერვლიდან)]

6. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას.

7. სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ:

ა) საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით;

ბ) შრომის ინსპექციის სამსახურის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული  უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

7​1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში არსებული სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით.

[/toggle]

 

რა პროგრამებით ვერ ისარგებლებს წესების დამრღვევი

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ის ფიზიკური პირი, მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელმაც დაარღვია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი − 7​1 პუნქტები და აღნიშნული დარღვევის თაობაზე ინფორმაცია მიღებული აქვს აწარმოე საქართველოში და სოფლის განვითარების სააგენტოს:

  • ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით − „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ და „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ განსაზღვრული თანადაფინანსებით/სუბსიდირებით [აქვე იგულისხმება 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილების პირველი მუხლის „დ“ და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფიზიკური პირიც, რომელიც არ საჭიროებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციას და ამავე პირის მიერ დაფუძნებული საწარმო], თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია [დარღვევის შესახებ] საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის თანადაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე;
  • ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკრო სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ განსაზღვრული სუბსიდირებით, თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე;
  • ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „საკრედიტო საგარანტიო სქემა“, თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს სქემის ფარგლებში სესხის დამტკიცებამდე 2 სამუშაო დღით ადრე. აწარმოე საქართველოში ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის უზრუნველყოფა და მოითხოვოს გაცემული საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული აქვს ინფორმაცია დარღვევის შესახებ;
  • ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, თუ ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს ხსენებულ მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 5  სამუშაო დღით ადრე. აწარმოე საქართველოში ვალდებულია,  შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ საანგარიშო თვეში სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ინფორმაციას დარღვევის შესახებ;
  • ვერ ისარგებლებს „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებითა და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის  №139 განკარგულებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით/პროექტებით,  თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს მეწარმე ფიზიკური პირისთვის/იურიდიული პირისთვის თანადაფინანსების/დაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე.  სოფლის განვითარების სააგენტო ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის/პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემა ან/და გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემის დღისთვის ან საანგარიშო თვეში სუბსიდირების/თანადაფინანსების/დაფინანსების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ინფორმაციას პირის მიერ წესების დარღვევის შესახებ.

[/crosslist]

 

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით – ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ 4 თებერვალს გაავრცელა:

შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version