“ბათუმი ცენტრალი” ახალ წელს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება. კომპანიის მენეჯმენტი ერთიანი, მრავალფეროვანი სივრცის მოწყობას აპირებს, სლოგანით _ “ყველაფერი თქვენი სახლისთვის ერთ სივრცეში”, სადაც ყველა სოციალური ფენის ადამიანის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.
მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსებულია “საქართველოს ბანკის” 24-საათიანი სერვისცენტრი, აფთიაქი, სუვენირების მაღაზია, თექის ნაწარმის მაღაზია, პროფესიონალური პარფიუმერული პროდუქციის მაღაზია BELBOIR-ი და რამდენიმე კვების ობიექტი. მალე გაიხსნება ელექტროტექნიკის, განათების, ტესტილის, საოჯახო აქსესუარებისა და ჭურჭლის მაღაზიებიც.
აქ მისულ სტუმრებს უკვე დახვდებათ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც განსაკუთრებით იმ ადამიანებს დააინტერესებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მყუდრო, კომფორტული სახლი და მეგობრებთან, ან ოჯახთან ერთად სასიამოვნო გარემოში გეგმავს შობა-ახალი წლის გატარებას.
ავეჯის ქართული ბრენდი “რანდი”
რამდენიმე კვირაა ავეჯის სახლი “რანდი” ახალ მისამართზე გადავიდა და “ბათუმი ცენტრალის” მეორე და მესამე სართულებზე დაიდო ბინა. განახლებული ინტერიერი და 3000 კვ/მ-ზე განლაგებული კონცეპტი, 500 ახალი მოდელი, მომხმარებელზე ორიენტირებული საგრძნობლად დაბალი ფასები – ავეჯის ქართული ბრენდი “რანდი” უკვე ელოდება ყველას ახალ მისამართზე.
რესტორანი „უკრაინოჩკა” – მალე “ბათუმი ცენტრალში”
“ბათუმი ცენტრალი” სტუმრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს, – რესტორანი “უკრაინოჩკა” მალე განახლებულ მისამართზე, განახლებული სივრცითა და უცვლელი გუნდით მოემსახურება როგორც თავის ლოიალურ კლიენტებს, ასევე ყველას, ვინც ახალი წლის გატარებას სასიამოვნო გარემოში, მეგობრებთან და ცოცხალი მუსიკის თანხლებით აპირებს.
განახლებულ რესტორანში ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებაზე ორიენტირებული სამი სხვადასხვა სივრცე დაგხვდებათ: 500 კვ.მ რესტორანი, ბარი და 100 კვ.მ ვერანდა, სადაც გარდა იმისა, რომ შეფმზარეულის მიერ მომზადებულ კერძებს – ქართული და უკრაინული სამზარეულოს საუკეთესო ნაზავი მენიუთი მომზადებულ კერძებს მიირთმევთ, ასევე მოისმენთ კარგ მუსიკას და დატკბებით თანამედროვე ბათუმის მომაჯადოებელი ხედებით.
ავტოსადგური
“ბათუმი ცენტრალში” მდებარე ავტოსადგურიდან ოპერირებს ოთხი ავტოსატრანსპორტო კომპანია: “სელპანტინ ბათუმი”, “ბექატური”, “გალტრანსი” და “ასტრანტრანსი”.
ავტოსატრანსპორტო კომპანიები მომხმარებლებს ქართული სივრცისთვის განსხვავებულ _ ბინაზე მიკითხვის სერვისს სთავაზობენ და მიმდინარე სეზონზე ყველაზე იაფად ემსახურებიან მგზავრებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე, საერთაშორისო, რუსეთის მიმართულებით (ქალაქები: როსტოვი, მოსკოვი, კრასნოდარი). რუსეთისკენ რეისები სრულდება სამშაბათსა და პარასკევს.
რკინიგზის სადგური
„ბათუმი ცენტრალის“ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი რკინიგზის სადგურია , რომელიც რეგიონში ჩამოსული სტუმრებისთვის პირველ შთაბეჭდილებას ქმნის ქალაქზე, როგორც ზოგდად სერვისის და კომფორტის, ასევე მისი განვითარების შესახებ.
ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ რკინიგზის სადგურს შეეუძლია მგზავრების კომფორტულად გატარება, მიუხედავად სეზონური, თუ სადღესასწაულო დატვირთვისა.
,,ბათუმი ცენტრალის“ ადმინსტრაცია სრულიად საქართველოს მოსახლეობას ულოცავს დამდეგ შობა ახალ წელს, უსურვებს მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას!