მთავარი,სიახლეები

დააკავეს მშობელი, რომელიც შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა | პროკურატურა

30.11.2020 • 877
დააკავეს მშობელი, რომელიც შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა | პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულ ვ.ე.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ე. 2019 წლიდან მუქარით აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს – ლ.ე.-ს და ლ.ე.-ს თბილისის სხვადასხვა უბანსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება და გაეყიდათ წვრილმანი ნივთები.

პროკურატურის ცნობით, ვ.ე.-მ თავის არასრულწლოვან შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში  მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, არასრულწლოვნების მიერ მიტანილ თანხას კი ვ.ე. თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

ვ.ე.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“,“გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: