დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

დღეს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ გეგმა შეცვალა, რადგან, მათივე თქმით, სუს-ი გეგმავდა პროვოკაციების მოწყობას.

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დგანან საარჩევნო უბნებთან, თუმცა არაერთ უბანთან ნახავთ წარწერებს – „გაყალბებულია“ და „იმოქმედე“.

#31 საარჩევნო უბანი ბათუმში. 21 ნოემბერი, 2020 წელი
არჩევნების მეორე ტური ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

არჩევნების მეორე ტური ბათუმში. 21 ნოემბერი

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version