Batumelebi | ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალი შეწყდა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალი შეწყდა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალი შეწყდა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ზურაბ გორგილაძის ქუჩას და ჰაიდარ აბაშიძას ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩების მონაკვეთს.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com