მთავარი,სიახლეები

ვის გადაუხდის სახელმწიფო გაზისა და შუქის ფულს ზამთარში

06.08.2020 • 2253
ვის გადაუხდის სახელმწიფო გაზისა და შუქის ფულს ზამთარში

აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს დახარჯავენ, სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც დაუფარავს.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 3-თვიანი პროგრამა მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 1-ელ აპრილს გამოაცხადა. გახარიას თქმით, ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება, აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამა ნოემბერ-თებერვლის პერიოდშიც გაგრძელდეს.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე. ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკურად შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. საქართველო, როგორც ერთ-ერთი ღია ეკონომიკა რეგიონში, გლობალური ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეძლებისდაგვარად ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა.

ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახების შემოსავლების კლება, სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში ნოემბერი-თებერვალი და იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო, 200 კვ.საათი  და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული”, – განაცხადა გახარიამ დღეს, 6 აგვისტოს, გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: