საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის პირბადეებს ყიდულობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 4 680 000 სამედიცინო პირბადეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სახელმწიფოს 1 146 600 ლარად სთავაზობს, ხოლო ამავე რაოდენობის არასამედიცინო პირბადეს – 950 ათას 40 ლარად. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ არის მითითებული, ნიღბები სამედიცინო უნდა იყოს თუ არასამედიცინო.
დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერი, ზოგადად, ნიღბების შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული 1 მილიონ 170 ათასი ლარით. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, ამიტომ ჯერ უცნობია გაიმარჯვებს თუ არა კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“. ამასთან, ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ჯერ უცნობია მონაწილეობს თუ არა მასში სხვა პრეტენდენტ[ებ]ი.
რომელ პირბადეზე შეაჩერებს არჩევანს შესყიდვების სააგენტო? – ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ სატენდერო კომისიაში ზოგადი პასუხი გაგვცეს, რომ „პრეტენდენტის შემოთავაზებაზე იმსჯელებს კომისია და გადაწყვეტილება აისახება შესაბამის ოქმში“.
[toggle title=”პირბადეების ტექნიკური მახასიათებლები ნახეთ აქ:“]
ტენდერით მოთხოვნილი პირბადის ტექნიკური პარამეტრები: „ერთჯერადი ნიღაბი (პირბადე), ქარხნულად დამზადებული, არანაკლებ სამშრიანი, ყურზე რეზინის სამაგრებით, ცხვირის არეში რეგულირებადი ფირფიტა-ფიქსატორით ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად, ნიღაბი სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს.“
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მიერ შეთავაზებული პირბადეები:
Faceguard – ქარხნულად დამზადებული, ერთჯერადი გამოყენების, მაღალი ხარისხის სამედიცინო დანიშნულების პირბადე გამოირჩევა შემდეგი თვისებებით:
99% დაცვა ვირუსებისა და ბაქტერიებისგან (ფილტრაციის მაჩვენებელი წვეთოვანი ნაწილაკების 99%-ის შეკავების უნარი) ყურის ელასტიური რეზინის მარყუჟი (ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესაბამისი შევსებით), კანისთვის უსაფრთხო მასალა, ცხვირის არეში რეგულირებადი ფირფიტა-ფიქსატორი (ნიღაბი სრულად ფარავს ცხვირსა და პირს), ანტიალერგიული. Faceguard-ის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 24 თვეს.
Faceguard – ქარხნულად დამზადებული, ერთჯერადი გამოყენების, მაღალი ხარისხის არასამედიცინო დანიშნულების პირბადე გამოირჩევა შემდეგი თვისებებით: ფილტრაციის ეფექტურობა 0,6%-დან 70%-მდე (მასალა არ არის წელვადი), ყურის ელასტიური რეზინის მარყუჟი (ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესაბამისი შევსებით), შიდა შრე- ჰიდროფილური, უზრუნველყოფს გამოყოფილი ნაწილაკების შეჩერებას, შუა შრე-არაწელვადი მასალისგან, ფილტრაციის ეფექტურობით 0,6%-დან 70%-მდე. გარე შრე – ჰიდროფობური, ახდენს მის ზედაპირზე მოხვედრილი ნაწილაკების შეკავებას.კანისთვის უსაფრთხო მასალა, ცხვირის არეში რეგულირებადი ფირფიტა-ფიქსატორი (ნიღაბი სრულად ფარავს ცხვირსა და პირს), ანტიალერგიული, პირბადე არის ქარხნულად დამზადებული. პირველადი შეფუთვის გაუხსნელად პირბადე Faceguard-ის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 24 თვეს.
[/toggle]
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სააგენტოს Faceguard-ის პირბადეებს სთავაზობს, რომელსაც თავად აწარმოებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პირბადეების Faceguard-ის საწარმო 2020 წლის აპრილში„საპარტნიორო ფონდისა“ და TBC ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა.
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსისგან“ სხვადასხვა სახის 185 455 ლარის პირბადეები უკვე შეისყიდეს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა [საქართველოს ეროვნულმა ბანკმა – 10 600 ლარის პირბადე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა – 1 575 ლარის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა – 172 000 ლარის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა – 1 280 ლარის პირბადე].
შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექს“-ის წილების 90%-ს დავით მიმინოშვილი, ხოლო 10%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, რომელიც სახელმწიფო ფონდია; ფონდმა ეს წილი საჩუქრად მიიღო.
„პროექტის სრული კონცეფცია „საპარტნიორო ფონდმა“ შეიმუშავა და ჩინურ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებასაც ფონდი აწარმოებდა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, იყო სირთულეები, გაძნელებული იყო ტრანსპორტირება, ასევე ჩინეთიდან იქ არსებული სიტუაციის გამო აკრძალული იყო დანადგარებისა და ნედლეულის მიწოდება. ხოლო „საპარტნიორო ფონდის“ ჩინეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებთან მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა, ჩინეთიდან ეპიდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარების პირობებში, გამონაკლისის დაშვება და მოკლე დროში საქართველოში დანადგარებისა და ნედლეულის ჩამოტანა. ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის კომპანიამ „საპარტნიორო ფონდს“ 10 %-იანი წილი გადასცა,“ – განაცხადა „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა. ფონდის განცხადებით კი, მას ამ პროექტში ფინანსური თანამონაწილეობა არ მიუღია.
ახალდაფუძნებული კომპანია და 100 000 ევროდ გაყიდული 50%
შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა 3 თვის წინ, 2020 წლის 2 აპრილს დააფუძნეს და მეორე დღესვე დაარეგისტრირეს. პარტნიორთა წილები კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად: ზაალ იაკობიძე – 50% და დავით მიმინოშვილი – 50%. ახალი კომპანიის იურიდიულ მისამართად კი, სხვა კომპანიის [„ოაზისი 9“ – რომლის პარტნიორებიც თავად არიან] საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართი მიუთითეს.
დოკუმენტების მიხედვით, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექს“-ის დაფუძნებიდან 20 დღეში – 2020 წლის 22 აპრილს, ზაალ იაკობიძემ კუთვნილი წილი 100 ათას ევროდ [ექვივალენტი ლარში] მიჰყიდა დავით მიმინოშვილს, რომელიც კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ „ნასყიდობის ფასის გადახდა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით“.
კომპანიის 10% საჩუქრად „საპარტნიორო ფონდს“
ამ გარიგებიდან 6 დღეში, 2020 წლის 28 აპრილს, დავით მიმინოშვილმა „საპარტნიორო ფონდს“ შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ წილის 10% აჩუქა.
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც „საპარტნიორო ფონდიც“ ეთანხმება – მიმინოშვილს ეკისრება ვალდებულება 2 წლის განმავლობაში შეისყიდოს ეს წილი „ამ გადაწყვეტილების კონფიდენციალურ ვერსიაში მითითებულ ფასად“.
„საპარტნიორო ფონდს“ კი არ აქვს უფლება მესამე პირებზე გაასხვისოს კუთვნილი წილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამაზე არსებობს დამფუძნებლის თანხმობა, ან ის არ ასრულებს ვალდებულებას ამ წილის შესყიდვაზე.

წილის 10%-ის ჩუქება საჯარო რეესტრში 30 აპრილს დარეგისტრირდა, ამონაწერში კი ვალდებულებებიც ჩაიწერა. მეორე დღეს, 1-ელ მაისს, საჯარო რეესტრს „საპარტნიორო ფონდმა“ ამ ვალდებულებების შესახებ ჩანაწერის წაშლა მოსთხოვა:
„მოგმართავთ სს „საპარტნიორო ფონდის“ (ფონდი) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი. სამწუხაროდ 30 აპრილს დაშვებულია ხარვეზი, რომელიც გთხოვთ გამოასწოროთ. კერძოდ:
1. ვალდებულების ნაწილში დაფიქსირებულია ფონდის ვალდებულება დ. მიმინოშვილის მიმართ, რაც არ გახლავთ მართებული, ვინაიდან:
ა) პარტნიორის გადაწყვეტილების 2.1 პუნქტი ითვალისწინებს დ. მიმინოშვილის ვალდებულებას და არა ფონდის ვალდებულებას. ის, რომ დ. მიმინოშვილი ვალდებულია შეისყიდოს ფონდის წილი, არ გულისხმობს ფონდის ვალდებულებას გაყიდოს ეს წილი;
ბ) 2.3 პუნქტში მითითებული პირობა არ წარმოადგენს ვალდებულების გრაფაში დასაფიქსირებელ საკითხს, ვინაიდან მაგ ლოგიკით პარტნიორის ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც წესდებაში ფიქსირდება (პირველი უარის თქმის უფლება და ა.შ.) უნდა ფიქსირდებოდეს ვალდებულების გრაფაში;
გ) განმცხადებელს არ მოუთხოვია ვალდებულების გრაფაში რამის დაფიქსირება და ამას არც ფონდი დათანხმებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოასწოროთ ხარვეზი და წაშალოთ ვალდებულების გრაფაში არსებული ჩანაწერი“, – აღნიშნული იყო საჯარო რეესტრში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ შეტანილ განცხადებაში.
რეესტრმა არსებული ჩანაწერი წაშალა. განცხადების შეტანიდან მეორე დღეს, 2020 წლის 1-ელ მაისს, საჯარო რეესტრიდან ახალ ამონაწერში ვალდებულების გრაფა ცარიელია.
დავით მიმინოშვილი წილებს არაერთ კომპანიაში ფლობს, მათ შორის: შპს „ოაზისი 9“, შპს „ბემონი“, შპს „ვესტ პოინტი“, შპს „სენტა პეტროლიუმი“, შპს „სენტა ინსპექტირების ცენტრი“, შპს „პროფერთი გრუპ Property Group“.
[toggle title=”აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, რომელმა ორგანიზაციამ რამდენი პირბადე უნდა შეისყიდოს 2020 წელს ნახეთ აქ:“]
| შემსყიდველი ორგანიზაცია | შესასყიდი რაოდენობა (ცალი) |
| ეროვნული სკრინინგ ცენტრი | 11,259 |
| სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია | 25,020 |
| სსიპ ,,ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი” | 6,255 |
| სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი | 62,551 |
| შპს „საქართველოს ფოსტა“ | 31,276 |
| შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი | 25,020 |
| შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო” | 56,296 |
| შპს ,,სენაკის ბავშვთა სავადმყოფო | 1,877 |
| სსიპ შემოსავლების სამსახური | 225,184 |
| ა(ა)იპ შუახევის სოციალური სერვისების ცენტრი | 375 |
| ა.ა.ი.პ,,რუსთავსერვის ცენტრი” | 938 |
| სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო | 5,004 |
| ა(ა)იპ კოლეჯი ,,პრესტიჟი” | 313 |
| შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი | 18,765 |
| შპს “ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა” | 1,251 |
| შპს ქ. რუსთავის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერი | 1,626 |
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა) | 43,786 |
| შპს “ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა | 1,251 |
| შპს”მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება” | 3,753 |
| სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | 6,255 |
| შპს ,,სენაკის დევნილთა პოლიკლინიკა | 782 |
| შპს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება | 1,251 |
| შპს “ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი” | 15,638 |
| ქედის მუნიციპალიტეტის მერია | 1,877 |
| ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ერ.ცენტრი | 75,061 |
| შპს ,,ბათუმის წყალი” | 1,564 |
| სსიპ ,,კოლეჯი ახალი ტალღა” | 3,128 |
| შპს”სანდასუფთავება | 6,255 |
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 3,128 |
| ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | 3,128 |
| სპეციალური პენიტენციური სამსახური | 156,378 |
| შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო” | 532 |
| შპს,,აფხაზეთიდან იგპ ჯვარის ამბულატორია” | 626 |
| სსიპ შოთა მესხიას , ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი | 1,877 |
| ა(ა)იპ ხაშურსერვისი | 626 |
| შპს ,,ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი” | 23,144 |
| სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი | 125 |
| თსსუ გ.ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა | 21,893 |
| შპს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება | 1,251 |
| ა(ა)იპ ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი | 1,877 |
| შპს `ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის და საოჯახო მედიცინის რეგიონული სასწავლო ცენტრი” | 1,877 |
| სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი | 18,765 |
| შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი | 62,676 |
| შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი | 12,510 |
| შ.პ.ს. “სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი” | 15,638 |
| სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო | 626 |
| შპს საქართველოს მელიორაცია | 4,438 |
| სსიპ რუსთავის N7საჯარო სკოლა | 94 |
| ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი” | 9,383 |
| სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 3,128 |
| სსიპ საქართველოს ეროვნული არქიცი | 9,383 |
| სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი | 1,595 |
| სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი | 1,251 |
| სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა | 125 |
| შპს ,,წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი | 313 |
| შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ | 1,877 |
| ა(ა) იპ კოლეჯი “ჰორიზონტი” | 1,251 |
| აკად.ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა | 93,827 |
| შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” | 62,551 |
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპ. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა | 6,255 |
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის #2 სტომატოლოგიური კლინიკა | 1,877 |
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი | 1,251 |
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 სტომატოლოგიური კლინიკა | 4,379 |
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტი | 3,128 |
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირის ღრუს ლორწოვანისა და პაროდინტის დაავადებათა დეპარტამენტი | 3,128 |
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | 39,407 |
| შპს რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი | 3,753 |
| ახალგ.მუნ.სკოლ.სააღმზრდ.დაწესებულებათა გაერთიანება | 2,314 |
| (204473346) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური | 1,576,270 |
| (204871594-დღგ) შპს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო | 12,510 |
| (424066977) სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 626 |
| (204862078) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | 1,877 |
| შ.პ.ს. “ჰერმესი” | 1,877 |
| სსიპ კოლეჯი “ოპიზარი” | 188 |
| ა(ა)იპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი” | 1,251 |
| ა(ა)იპ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანება | 1,877 |
| სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4საჯარო სკოლა | 250 |
| შ.პ.ს. “ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი | 18,765 |
| შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა | 751 |
| სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია | 1,564 |
| იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია | 626 |
| ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია | 2,189 |
| სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლა | 63 |
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია | 3,753 |
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | 1,877 |
| მარტვილის.კომპ.სას. სკოლა | 63 |
| სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლა | 500 |
| შპს N3 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრი | 313 |
| შპს ,,პარკინგსერვისი” | 188 |
| ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური | 626 |
| ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება | 63 |
| ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისი“ | 313 |
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია | 6,255 |
| გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი | 25,020 |
| საქართველოს უზენაესი სასამართლო | 626 |
| სსიპ “სტატისტიკის ეროვნული სამსახური” | 3,128 |
| თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა | 626 |
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი | 1,251 |
| შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” | 10,842 |
| სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი” | 626 |
| სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი | 31 |
| ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები” | 3,128 |
| დმანისის მუნიციპალიტეტის მერია | 1,877 |
| სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 626 |
| ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური | 626 |
| ა(ა)იპ „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ | 1,251 |
| სსიპ ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ლუგარის ს/ჯ კვლევითი ცენტრი | 175,143 |
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 3,128 |
| სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” | 1,877 |
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო | 438 |
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო | 2,502 |
| სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა | 938 |
| აჭარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი | 313 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია | 1,126 |
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლა | 313 |
| შპს ,,ენგურჰესი” | 3,128 |
| შპს ,,ვარდნილჰესების აკსკადი” | 626 |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი | 84,444 |
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო | 813,604 |
| შპს “გარდაბნის თბოსადგური” | 18,765 |
| სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ რუსთავის #26 საჯარო სკოლა | 125 |
| სსიპ ბათუმი ბულვარი”” | 1,877 |
| სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი | 12,510 |
| სსიპ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი | 125 |
| ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია | 626 |
| სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი | 250 |
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 62,551 |
| სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო | 9,695 |
| საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | 1,877 |
| შპს “თბილსერვის ჯგუფი” | 168,888 |
| სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო | 1,877 |
| შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა” | 188 |
| შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ | 187,654 |
| ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის ცენტრი” | 313 |
| სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური | 12,510 |
| ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 6,255 |
| სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი | 55,170 |
| ს.ს. ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” | 9,383 |
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 3,128 |
| სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო | 31,276 |
| სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | 3,753 |
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია | 3,128 |
| სსიპ კოლეჯი „მერმისი“ | 626 |
| სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი | 1,251 |
| სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო | 626 |
| სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო | 626 |
| ა(ა)იპ”კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი” |
3,128 |
| შპს `საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” | 3,128 |
| სსიპ განთიადის საჯარო სკოლა | 188 |
| ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლა | 125 |
| საფეხბურთო კლუბი ,,მაჭახელა” | 188 |
| ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“ | 250 |
| ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი | 313 |
| სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი | 626 |
| რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო | 62,551 |
| ააიპ „გურჯაანის მუნიციპალური სერვისი“ | 56 |
| სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი | 626 |
| სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” | 4,691 |
| ა(ა)იპ„0ზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ | 626 |
| ააიპ ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი | 6,255 |
| ააიპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“ | 3,128 |
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო | 626 |
| სსიპ-გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი | 125 |
| შპს “საქართველოს გაზსაცავის კომპანია” | 626 |
| შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 626 |
| სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 1,251 |
| სსიპ ,,სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია” | 6,255 |
| სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” | 188 |
| ააიპ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრი | 2,502 |
[/toggle]
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოში სამედიცინო პირბადეების წარმოების ხაზის გამართვა და პირბადეების წარმოება, რისთვისაც 6 600 000 აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა. „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ფონდმა თავისი განცხადება სააგენტოდან გამოიხმო.
საპარტნიორო ფონდის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო და ფონდმა იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა პროექტის 100%-ით დასაფინანსებლად“. შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდმა“, მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა“
კერძო ინვესტორების შესახებ ფონდის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი, თუმცა იმ დღეებში საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ შეიძენდა. ამ პირბადეების საქართველოში წარმოება კი შპს „რესპირატორმა“ დაიწყო. სახელმწიფო ამ კომპანიასაც დაეხმარა.
ამ თემაზე:
სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს