Batumelebi | თურქეთის ქალაქებში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლისთვის დაჯარიმდებით – საელჩო თურქეთის ქალაქებში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლისთვის დაჯარიმდებით – საელჩო – Batumelebi
RU | GE  

თურქეთის ქალაქებში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლისთვის დაჯარიმდებით – საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს თურქეთის ქალაქებში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ.

„კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადიამანი, აფიონქარაჰისარი, ამასია, აიდინი, არდაჰანი, ბალიქესირი, ბართინი, ბათმანი, ბოლუ, ბურდური, დენიზლი, დუზჯე, ელაზიღი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, გირესუნი, იღდირი, ისპარტა, ქაჰრამანმარაში, ქარაბუქი, ქირქლარელი, ქოჯაელი, კონია, ქუთაჰია, მალათია, მარდინი, მუღლა, მუში, ნევშეჰირი, ოსმანიე, საქარია, სიირთი, სივასი, შირნაქი, თუნჯელი, უშაქი, ზონგულდაქი, დიარბაქირი, ერზერუმი, ქაისერი, რიზე და შანლიურფა,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში, სადაც, ასევე ვკითხულობთ, რომ პირბადის წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

___________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

ამავე თემაზე: 

უცნობია, როდის აღდგება თურქეთთან მიმოსვლა – ელჩის განცხადება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com