29 მაისიდან საქართველოში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მათ შორის მეტროს – ამის შესახებ დღეს, 27 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიამ განაცხადა, რომ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
მისივე განცხადებით, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.





