მთავარი,სიახლეები

მეექვსე დღეა აჭარაში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

06.05.2020
მეექვსე დღეა აჭარაში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

„უკანასკნელი 6 დღის განმავლობაში Covid19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია რეგიონში,“ – განაცხადა დღეს, 6 მაისს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევა აჭარაში 30 აპრილს გამოვლინდა და იგი ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“, 19 პირს მკურნალობენ Covid19-ზე და მიმდინარე კვირაში ელოდებიან გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობის ზრდას.

ამჟამად „ცხელების ცენტრში“ იმყოფება 27 პირი და მათი ანალიზის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში 36 ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან, ისინი რეაბილიტაციას გადიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში.

„ვფიქრობ, ეს სიტუაცია არის მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების შედეგი, შესაბამისად, როცა მომავალში ეს შემზღუდავი ღონისძიებები მოიხსნება, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ პრევენციული ღონისძიებები,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

6 მაისის მონაცემებით [11 სთ], საქართველოში კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევაა,  მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი, გარდაიცვალა – 9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133 პირი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 523. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: