ქობულეთში, სოფელ ჭახათში 76 წლის კაცი კარმიდამოს დასუფთავების დროს დაიღუპა. „იგი ეზოში ნარჩენებს წვავდა, რის შედეგადაც ცეცხლი მოედო,“ – გვითხრა ნუგზარ დავითაძემ, ქობულეთის მერის წარმომადგენელმა ჭახათის თემში.
ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახური, თუმცა ექიმებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 187 მუხლის მესამე ნაწილით – ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.






