ფოტოები ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ქალაქ ანიანგში დღეს, 28 იანვარს, გადაიღო ირმა დიმიტრაძემ, რომელიც იქ ცხოვრობს. კორონავირუსმა ანიანგშიც შეაღწია, ბოლო მონაცემებით, ამ ქალაქში 11 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი.
ქალაქის ქუჩები, რომელშიც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ფაქტობრივად ცარიელია. ფართო ქუჩებზე კანტიკუნტად ჩანს ავტომანქანები, სხვა დროს სავსე სუპერმარკეტებში ხალხი ცოტაა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა, რეკომენდაციის თანახმად, სახლში რჩება. ქუჩებსა და მაღაზიებში ყველა ატარებს პირბადეს.
ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო გზა. ფოტო: ირმა დიმიტრაძეაქ უნდა ყოფილიყო ქალაქ ანიანგის საახალწლო ბაზრობა. ტერიტორია თითქმის ცარიელია. ფოტო: ირმა დიმიტრაძეწარწერა ჩინურ ენაზე აფრთხილებს ყველას, რომ დასახლებაში [ე.წ. სამეზობლოში] ვერ შევა ის, ვინც აქ არ ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ქალაქში ვირუსის არსებობა დადასტურდა, სამეზობლოები, რომლებიც ათობით კორპუსისგან შედგება და რამდენიმე ჭიშკარი აქვს, ჩაიკეტა.სუპერმარკეტში შემსვლელებს სიცხეს უზომავენ. ფოტო: ირმა დიმიტრაძექალაქ ანიანგში 26 იანვარს დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი. იმავე დღეს სუპერმარკეტებს უამრავი ადამიანი მიაწყდა და დახლები დაცარიელდა, თუმცა დღეს, 28 იანვარს, სუპერმარკეტებში მარაგი შევსებულია.სუპერმარკეტებში არც ერთ პროდუქტზე არ შეინიშნება დეფიციტი. ფოტო: ირმა დიმიტრაძეშევსებულია ხილ-ბოსტნეულის დახლებიც. ფოტო: ირმა დიმიტრაძეტანსაცმლის მაღაზიები ჯერ ისევ დაკეტილია, თუმცა ეს ჩინური ახალი წლის არდადეგებს უკავშირდებასაახალწლო ბაზრობის ცარიელი ტერიტორია. ფოტო: ირმა დიმიტრაძე