მთავარი,სიახლეები

 5 დასახელების პარფიუმერიაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმონდა

09.09.2019 • 3959
 5 დასახელების პარფიუმერიაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმონდა

ხუთი დასახელების პარფიუმერიაში საფრთხის შემცველი ნივთიერებები აღმოჩნდა. 35 დასახელების პროდუქცია, რომლებიც შესასწავლად საფრანგეთის ლაბორატორიებში გადააგზავნეს, მომხმარებელი.გე-მ თბილისის მაღაზიებში შეიძინა. აქედან ხუთი დასახელების პროდუქციაში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა:

[checklist]

      • ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“ (პარტიის 28R700). მწარმოებელი ქვეყანა გერმანია.
      • ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი “Amalfy”. გამოშვების თარიღი: 08.03.19. პარტიის 10:70. მწარმოებელი ქვეყანა, ესპანეთი.
      • თმის საღებავი “CLAIROL. პარტიის 0267030300. მწარმოებელი ქვეყანა, მექსიკა.
      • თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline. შტრიხკოდის 5902082520757. წარმოებულია EU-ში.
      • ფრჩხილის ლაქი “Olivia“. გამოშვების თარიღი: 14.05.2019. მწარმოებელი ქვეყანა, თურქეთი.

[/checklist]

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე – მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“-ი, სადაც ჯანმრთელობსითვის საშიში პარაბენები აღმოჩნდა

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

ფრჩხილის ლაქი, რომელიც შეიცავს აკრძალულ პარაბენებს

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ თუ გამოვლენილ საფრთხეებს.

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.  ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლებში გაუქმდა.

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი “Amalfy”, რომელიც აკრძალულ პარაბენებს შეიცავს.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.

თმის საღებავი “CLAIROL-ი აკრძალულ პარაბენებს შეიცავს

მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია მომხმარებელი.გე-ის განცხადებაში.

ტუჩის საცხი შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: