მთავარი,სიახლეები

სად და რომელ წამალს შეიძენთ 1 ლარად სახელმწიფო პროგრამით [ჩამონათვალი]

08.08.2019 • 5767
სად და რომელ წამალს შეიძენთ 1 ლარად სახელმწიფო პროგრამით [ჩამონათვალი]

2019 წლის 16 ივლისიდან სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიზანი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.

ვის შეუძლია ჩაერთოს მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში

[checklist]

  • პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 100 000-ს.
  • მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები)
  • პარკინსონით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს
  • ეპილეფსიით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს

[/checklist]

 

პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:

[checklist]

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • დიაბეტი (ტიპი II);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • ეპილეფსია;
  • პარკინსონის დაავადება.

[/checklist]

 მედიკამენტების სია, რომლებსაც ერთ ლარად შეიძენთ

(პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები კი მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით.)

 

 

აფთიაქების ჩამონათვალი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები 

 

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?

• მოსარგებლემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად;

• ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით უნდა ფლობდეს საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი;

• ფორმა N IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დამადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა (დღიური დოზის მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ვერ დაარეგისტრირებს ბენეფიციარს);

• რეგისტრაციის შემდეგ მედიკამენტის მისაღებად პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი – სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს;

• მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი;

• დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია.


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.

 

გადაბეჭდვის წესი