სიახლეები

ირაკლი ჩავლეიშვილი: „საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე არ სჭირდება“

19.10.2015
ირაკლი ჩავლეიშვილი: „საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე არ სჭირდება“

 

 

 

„მეორე მოადგილის შტატი განსაზღვრულია კანონმდებლობით და ორივე მოადგილე თანაბარი უფლებებით სარგებლობს. კონკრეტულად თუ რა მიმართულებებზე იმუშავებენ მოადგილეები, ეს საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა განსაზღვროს,“- ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.   

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში  მეორე მოადგილის დანიშვნის საკითხი, – ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს:

 

„არ ვიცი, ეს იმ საკრებულოს წევრებს უნდა ჰკითხოთ, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ფრაქცია „რესპუბლიკელებს“, ჩვენ წინა სხდომაზეც თავი შევიკავეთ ამ საკითხის განხილვისაგან, თემურ ყურაშვილი იყო ინიციატორი, რომ ამოღებული ყოფილიყო ეს საკითხი დღის წესრიგიდან, რადგან  ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ მიაჩნიათ, რომ ეს   თანამდებობა ამ დროისთვის  არ სჭირდება საკრებულოს. ერთი მოადგილე სავსებით საკმარისია“.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არგუმენტი, თუ რატომ დადგა მეორე მოადგილის დანიშვნის აუცილებლობა,  ამ საკითხზე არ მოუსმენია. 

 

„ფაქტობრივად, ეს საკითხი ახლა უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს,“-ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

 

ბათუმის საკრებულოს მოადგილის ხელფასი თვეში 2 350 ლარია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: