ჩაქვში, 3 აპრილს, დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე, ავტობუსი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქობულეთის მერიის პრესცენტირის ინფორმაციით, ავტობუსი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა. შემთხვევის დროს ტრანსპორტში მძღოლის გარდა, არავინ იყო.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ცეცხლი მიმავალ ავტობუსს გაუჩნდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.