Batumelebi | ქობულეთში ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახა ქობულეთში ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახა – Batumelebi
RU | GE  

ქობულეთში ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახა

ქობულეთში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი გადაყვანილია ქობულეთის საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე დაშავებულმა კი სტაციონარში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი